X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
საჭიროა პრაქტიკაზე დაკვირვება - ომბუდსმენის კითხვები შეზღუდვების კანონპროექტზე
  • საჭიროა პრაქტიკაზე დაკვირვება - ომბუდსმენის კითხვები შეზღუდვების კანონპროექტზე

    სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, პარლამენტმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონსა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მისი მოსაზრებების მხოლოდ ნაწილი გაითვალისწინა.

    ომბუდსმენის შეფასებით: მეორე მოსმენის წინ გათვალისწინებულია, შემდეგი საკითხები:


    მთავრობაზე/სამინისტროზე ადამიანის უფლებების შეზღუდვის უფლებამოსილების დელეგირებისას ცხადად მიეთითა უფლებების შეზღუდვის კრიტერიუმები (ე.წ. სამსაფეხურიანი ტესტი);
    "შესაძლო ინფიცირებული პირის" იზოლაციისათვის დაქვემდებარების ნაცვლად განისაზღვრა, რომ პირი, რომელსაც შესაძლოა ჰქონდა შეხება გადამდები დაავადების შემთხვევასთან, დაექვემდებარება საკარანტინო ღონისძიებებს;
    ცალკეული სამართლებრივი გარანტიები განისაზღვრა იზოლაციის/კარანტინის გამო თავისუფლებაშეზღუდული პირებისათვის;
    ამას გარდა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ დისტანციურად გაიმართება არა უპირობოდ ყველა სასამართლო სხდომა, არამედ მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. კანონპროექტში არ აისახა შემდეგი მოსაზრებები:

    სწრაფი სასამართლო კონტროლის უზრუნველყოფა კანონპროექტით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვებზე;
    ფაქტობრივი გარემოებების დასაბუთება კანონქვემდებარე აქტის მიღებისას და იზოლაციის/კარანტინის გადაწყვეტილების გასაჩივრების სპეციალური წესის განსაზღვრა.
    ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ კანონპროექტის დაჩქარებულად განხილვამ შეუძლებელი გახადა ყველა რისკის წინმსწრებად შეფასება და მიუხედავად კანონპროექტის ტექსტის გაუმჯობესებისა, უაღრესად მნიშვნელოვანია იმაზე დაკვირვება, თუ როგორ იმოქმედებს აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები პრაქტიკაში.

    დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, ხელისუფლებას გარკვეული უფლებები საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე ეძლევა. მათ შორისაა მიმოსვლის, საკუთრების, სოციალური ღონისძიების მიზნით თავშეყრის შეზღუდვის შესაძლებლობაც. ინიციატივას პროტესტი მოჰყვა როგორც ოპოზიციაში, ისე სამოქალაქო საზოგადოებაში. ისინი კანონპროექტში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხეს ხედავენ. ხმაურიანი განხილვების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა კანონი იყოს დროებითი. ინიციატივას ამ დათქმით მეორე და მესამე მოსმენით პარლამენტში კენჭს დღეს უყრიან.

    წყარო:newposts.ge
    22 ნახვა
    loading...
    22-05-2020, 09:45
    loading...
    News-ები