X
TIA.GE - ინტერნეტ ტელევიზია (GOGAGGG)
მეუფე გერასიმე ტყეების ეკლესიისთვის გადაცემაზე: არ გასხვისდება და განადგურებას გადაურჩება
  • მეუფე გერასიმე ტყეების ეკლესიისთვის გადაცემაზე: არ გასხვისდება და განადგურებას გადაურჩება

    ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსი მეუფე გერასიმე ეკლესიისთვის ათეულობით ჰექტარი ტყის გადაცემას აუცილებლად მიიჩნევს და ამბობს, რომ ამით ტყეები განადგურებას გადაურჩება, არ გასხვისდება და მომავალ თაობას დარჩება.

    "სადაც არის ისეთი ადგილები, სადაც მონასტრებია, შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილას ნახოთ, მაგალითად, ჩვენთან, სქურში, როგორი შენახულია და იქიდან ერთი ხის გატანა არ ხდება", - ამბობს მეუფე გერასიმე.

    ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა ტყის კოდექსი მესამე მოსმენით უკვე მიიღო. საკანონმდებლო ორგანომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ტყის მასივის საკუთრებაში გადაცემას მხარი დაუჭირა. კანონი ძალაში პრეზიდენტის ხელმოაწერის შემდეგ შევა. ამის შემდეგ კი ეკლესიას შეეძლება, ყველა ეკლესია-მონასტრის გარშემო 20 ჰექტრამდე ტყე იყიდოს და კერძო საკუთრებად დაიკანონოს.

    წყარო:newposts.ge
    53 ნახვა
    loading...
    22-05-2020, 10:18
    loading...
    News-ები