თეგებით ძიება
25. 05. 2020 News-ები

ასტრონომებმა 12.5 მილიარდი წლის წინანდელი მბრუნავი გალაქტიკა აღმოაჩინეს

ასტრონომებმა აღმოაჩინეს მასიური გალაქტიკა, რომელიც, სავარაუდოდ, დღეს აღარ არსებობს, - ამის შესახებ CNN-ი წერს.

გალაქტიკა DLA0817g დედამიწიდან 12,5 მილიარდი სინათლის წლითაა დაშორებული და მაშინ გაჩნდა, როცა ჩვენი, 13.8 მილიარდწლიანი ისტორიის მქონე სამყაროს არსებობის მხოლოდ მხოლოდ მეათედი ჰქონდა გავლილი. Galaxy DLA0817g-ზე დაკვირვება ALMA-ს მეშვეობით გახდა შესაძლებელი.

გალაქტიკა ყველაზე შორეული მბრუნავი გალაქტიკის დისკია, რომელიც ოდესმე შეუსწავლიათ.

„ვფიქრობთ, რომ დისკი ცივი აირების მუდმივი მატების შედეგად გაიზარდა. თუმცა ერთ-ერთი მთავარი კითხვა ისაა, როგორაა შესაძლებელი აირის მსგავსი რაოდენობით შეკრება და ამავდროულად, სტაბილური მბრუნავი დისკის შენარჩუნება“ -აცხადებს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ქსავიერ პროჩასკა.

მეცნიერების განმარტებით ის 273 588 კმ/წმ-სიჩქარით მოძრაობს.

წყარო:imedinews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა