თეგებით ძიება
25. 05. 2020 News-ები

28 წლის გოგოს, რომელიც ქმარმა გარდაცვლილი იპოვა, ოჯახი ორი დღე ეძებდა - ახალი დეტალები

გორში 28 წლის გოგოს გარდაცვალების ირგვლივ ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

ირკვევა, რომ ირინა თოდაძეს ოჯახი ორი დღე ეძებდა, ბოლოს კი ტრაგედიის შესახებ ირინა თოდაძის ქმრისგან შეიტყვეს, რომელიც მეუღლესთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.

ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი სწორედ ქმარმა ნახა. ოჯახი ამტკიცებს, რომ გარდაცვლილს ძალადობის კვალი აღენიშნება. ეჭვობენ, რომ ირინა თოდაძე ჯერ გაძარცვეს, შემდეგ კი მოკლეს.

ოჯახი პასუხისმგებლობას გარდაცვლილის ქმარს აკისრებს და გამოძიებას მუხლის გადაკვალიფიცირებას სთხოვს. მომხდარზე საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული. ქალს 4 წლის შვილი დარჩა.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა