თეგებით ძიება
25. 05. 2020 News-ები

გერმანიაში ფედერალური უწყებების თანამშრომლებს WhatsApp-ის გამოყენება აუკრძალეს

გერმანიაში ფედერალური სამინისტროებისა და უწყებების თანამშრომლებს WhatsApp-ის გამოყენება აუკრძალეს. Deutsche Welle-ს ცნობით, ამის შესახებ ნათქვამიაა წერილში, რომელიც მონაცემთა კონფიდენციალურობის საკითხებში კომისარმა, ულრიხ კელბერმა ფედერალური მთავრობის შტოებს გაუგზავნა.

კელბერის თქმით, „ამ რთულ პერიოდშიც კი“ სამთავრობო უწყებებმა მონაცემთა დაცვას განსაკურებული ყურადღება უნდა დაუთმონ.

გერმანული მედიის ცნობით, კელბერის განცხადება წარმოადგენს რეაგირებას ასობით მოქალაქის საჩივარზე, როდესაც ფედერალური ხელისუფლების ორგანოები WhatsApp-ის იყენებდნენ.

„ყოველი შეტყობინების გაგზავნისას მეტამონაცემები WhatsApp-ში იგზავნება. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შემდეგ ან მონაცემების ნაწილი WhatsApp-ის მფლობელ Facebook-ში იგზავნება“, - განაცხადა კელბერმა.

წყარო:imedinews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა