თეგებით ძიება

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. არიან ადამიანები, რომელთა სულშიაც მზე ბუდობს. მისი სხივები ჩანს მათ თვალებში, ღიმილში, საქმეში. როდესაც ამ ადამიანების გვერდით ხართ, სითბოს გრძნობთ მაშინაც კი, როცა ფანჯრებს მიღმა სიცივეა. შეეცადეთ ახლოს იყოთ ასეთ ადამიანებთან. ისინი ყოველთვის გაგათბობენ და დაგეხმარებიან.

კურო. სასიხარულო დღეა, რომლისგანაც სასიამოვნო სიურპრიზებს უნდა ელოდეთ. ურთიერთობა იქონიეთ მათთან, ვინც მოგწონთ, გააკეთეთ დღესასწაულის ორგანიზება, მოაწყვეთ რომანტიკული შეხვედრა. იყავით გულწრფელი და მხიარული. ერიდეთ მოწყენილობას და ხუმრობაში გადაიტანეთ ყოველგვარი უთანხმოება.

ტყუპები. ამ დღეს ფული არავის ასესხოთ, - არც დიდი და არც პატარა თანხა. სავარაუდოდ მას უკან ვეღარ დაიბრუნებთ. ურთერთობა რომ არ გაიფუჭოთ, მოიფიქრეთ სიმართლესთან მიახლოებული მიზეზი თავის ასარიდებლად, რომ ფული არ გაასესხოთ.

კირჩხიბი. ამ დღეს ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და სიფრთხილე გამოიჩინეთ ნებისმიერ საქმეში. თუ დამაინტრიგებელ წინადადებას მიიღებთ, კარგად აწონ-დაწონეთ ყველაფერი და მხოლოდ ამის შემდეგ გაეცით პასუხი. ზოგიერთ თქვენგანს ამბის გაგება გელით, რომელიც ძირფესვიანად შეცვლის თქვენს ცხოვრებას.

ლომი. მოსალოდნელია წარმატება საქმიან სფეროში. ნუ შეუშინდებით ცვლილებებს. მათ შეუძლიათ განვითარების ახალ დონეზე გაგიყვანონ. წარმატებული დღეა საკუთარი თავის შეცნობისა და სრულყოფისათვის. ასევე შესაფერისი დღეა მგზავრობისათვის (ოღონდ არა სადღე-ღამისო) და უფროსი თაობის ნათესავებთან სასაუბროდ.

ქალწული. შეიძლება ახალი ამბავი შეიტყოთ, რასაც თქვენი მომავალი ცხოვრების ძირფესვიანად შეცვლა შეუძლია. ბევრ თქვენგანს მძიმე გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ, რაც შესაძლოა არასწორი აღმოჩნდეს. შეეცადეთ დამშვიდდეთ, დაალაგოთ აზრები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში შეცდომის თავიდან აცილების შანსი გაქვთ.

სასწორი. დღეს სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ. როგორც ჩანს, ხელმძღვანელობა შეამჩნევს თქვენს თავდადებასა და სხვებზე უკეთესად მუშაობის სურვილს. არ გაჩერდეთ, - თქვენ სწორი მიმართულებით მიდიხართ!

მორიელი.
კარგი დღეა გარდერობისა და გარეგნობის შესაცვლელად. წარმატება თქვენს ენერგიულობაზე, გაბედულებასა და შეუპოვრობაზე იქნება დამოკიდებული. კარგი დღეა საქმეების დასასრულებლად, განვლილი გზის ანალიზისა და ახლობელ ადამიანთან ურთიერთობისათვის. არაა გამორიცხული, რომ ახალი საინტერესო საქმიანი ურთიერთობა სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზარდოს.

მშვილდოსანი. თუ დღეს საერთო განწყობას აჰყვებით, ეს დიდსა და არასაჭირო ხარჯებს მოგიტანთ. თავს ნევროზულად და უკმაყოფილოდ იგრძნობთ. შეეცადეთ არც სტუმრად წახვიდეთ და არც თქვენთნ დაპატიჟოთ ვინმე. ნუ დაკარგავთ წონასწორობას და გამოძებნეთ თქვენთვის შვების მომგვრელი რამ. წაიკითხეთ წიგნი ან მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას.

თხის რქა. დაძაბული დღე გელით, რომელიც ახალ ვალდებულებებსა და ახალ აურზაურს გპირდებათ. მოემზადეთ პირად ცხოვრებაში მოსალოდნელი უსიამოვნებების ან თქვენთვის არახელსაყრელი საკადრო ცვლილებებისათვის. შეეცადეთ ტაქტი და თავშეკავება გამოიჩინოთ. ეს მრავალი არასასიამოვნო სიტუაციისგან გიხსნით. ამ დღეს არ ღირს სხვადასხვა სახის კამათში მონაწილეობა ან ხმის აწევა, როგორც სახლში, ასევე სამსახურში.

მერწყული. რთული დღე გელოდებათ. შესაძლებელია საკუთარი აზრის დაცვა მოგიხდეთ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ნუ დაკარგავთ წონასწორობას. ეს დაგეხმარებათ მოგებული დარჩეთ თუნდაც მცირედით. მოსადლოდნელია კონფლიქტები მეზობლებთან და ახლობელ ადამიანებთან. ერიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში წასვლას, - ის შეიძლება ცუდად დასრულდეს.

თევზები. ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის ეს ყველაზე მძიმე და საშიში დღეა. არ ღირს სამოგზაუროდ ან მივლინებაში წასვლა, რადგანაც ეს არ გაამართლებს იმედებს. ჯანრთელობის გაფრთხილების მიზნით არ ღირს მძიმე ფიზიკური დატვირთვა. შეეცადეთ ეს დღე ოჯახურ წრეში გაატაროთ ან მოინახულოთ ნათესავები, რომელთა მონახულებასაც დიდი ხანია გეგმავდით.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა