თეგებით ძიება

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი. საინტერესოა, ბოლოს როდის გამოუტყდით საყვარელ ადამიანს სიყვარულში. დღეს შეეცადეთ ეს ჩვეულზე უფრო ხშირად უთხრათ და თქვენს გარშემო ყველაფერი დაიწყებს შეცვლას უკეთესობისკენ.

კურო. ფული ყოველთვის როდი აბედნიერებს ადამიანს. მის გარეშე, რა თქმა უნდა, ძნელია, მაგრამ მაინც... ფინანსური დამოუკიდებლობის დევნაში სულ დაგავიწყდათ ახლობელი ადამიანები. როდესაც დამაკავშირებელი ძაფი გაწყდება, მას ვეღარ გადააბამთ და ვერც დიდი ფულით იყიდით.

ტყუპები. შეეცადეთ დღეს ზედმიწევნით შეასრულოთ ხელმძღვანელების დავალებები და არ მისცეთ მათ უკმაყოფილების საბაბი. საკუთარი ხასიათის გამოსავლენად არახელსაყრელი დღეა. არც იმიჯის შეცვლაა სასურველი. აკონტროლეთ ემოციები და განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინეთ ჯანმრთელობასთან დაკავშრებით, რადგან ტრავმების მიღების საშიშროება არსებობს.

კირჩხიბი.
კარგი დღეა თვითანალიზისა და საკუთარი თავის სრულყოფისათვის. განმარტოვდით. გამონახეთ დრო მედიტაციისა და განწმენდითი პროცედურებისათვის. იკვებეთ მსუბუქად და უარი თქვით ალკოჰოლზე. დღეს შეგიძლიათ გაბედულად დაიწყოთ მკურნალობის კურსი, - პროცესი შეუფერხებლად ჩაივლის, შედეგი კი მოლოდინს გადააჭარბებს.

ლომი. დღეს ყველა შეეცდება თქვენს წყობილებიდან გამოყვანას, მაგრამ თუ საკუთარი თავის ხელში აყვანას შეძლებთ და პროვოკაციას არ აჰყვებით, დიდი უსიამოვნებების თავიდან აცილებას შეძლებთ. დღის მეორე ნახევარში ეწვიეთ ექიმს კონსულტაციისთვის. ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნოთ.

ქალწული. ბევრი თქვენგანი დღეს კარიერულ წინსვლას და საკუთარი მატერიალური კეთილდღეობის საგრძნობლად გაუმჯობესებას შეძლებთ. სამსახურში თქვენი ავტორიტეტი ძალიან ამაღლდება. ოჯახში შეეცადეთ არ გადააჭარბოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი დღის ჩხუბში გატარება მოგიწევთ.

სასწორი. დღეს ძალიან რთული იქნება კონფლიქტების თავიდან აცილება. ნერვები დაწყვეტაზე გექნებათ. შეეცადეთ მეტი დრო გაატაროთ განმარტოვებით და ურთიერთობები მინიმუმამდე დაიყვანოთ. უარი თქვით ალკოჰოლსა და ჭარბ კვებაზე. უმჯობესია დღეს საერთოდ არ ნახოთ მეორე ნახევარი.

მორიელი. დღევანდელ დღეს ძველ მეგობრებთან ერთად გაატარებთ. სამაგიდო თამაშები და ცოტა დასალევი დაგეხმარებათ მოდუნებასა და მიმდინარე პრობლემების დროებით დავიწყებაში.

მშვილდოსანი. სასურველია სილამაზის სალონს ან ფიტნეს კლუბს ეწვოთ და საკუთარ თავზე იზრუნოთ. ალკოჰოლის მიღება დ ჭარბი კვება ცუდად აიახება თქვენს ჯანმრთელობაზე. უმჯობესია საღამო ოჯახურ წრეში გაატაროთ.

თხის რქა. დღეს ძალიან ადვილი იქნება თქვენი წყობილებიდან გამოყვანა. მოსალონელია სერიოზული ჩხუბი ხანგრძლივი შედეგებით. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეთ ფულზე, - მას ნურც გაასესხებთ და ნურც ისესხებთ. საღამო მშვიდ ატმოსფეროში ჩაივლის.

მერწყული. პირადი პრობლემები მთლიანად დაგაწვებათ მხრებზე. სწორ პასუხებს ადვილად იპოვით თუ ერთი-ერთში დარჩებით საყვარელ ადამიანთან. შეძელით დაუფიქრებელი ხარჯებისაგან თავის შეკავება. ფინანსური საქმეები არც ისე კარგად წავა და ამიტომ ეკონომიის გაკეთება გმართებთ.

თევზები. ცვალებადი განწყობის დღეა. ეცადეთ პოზიტივი შეინარჩუნოთ და არ აჰყვეთ ცდუნებებს. საკუთარი ცხოვრების უკეთესობისკენ შემობრუნებას შეძლებთ თუ ყურადღებით დაუკვირდებით თქვენს გარშემო მომხდარ მოვლენებს და სწორ დასკვნებს გააკეთებთ. არ ღირს უმოძრაოდ ყოფნა და ალკოჰოლის მიღება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა