თეგებით ძიება

რა გავლენას ახდენს ავტომობილის სერიული ნომერი მფლობელზე და როგორ გამოვიყენოთ იგი?

ნუ­მე­რო­ლო­გია, ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი და ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო მეც­ნი­ე­რე­ბა გახ­ლავთ, რო­მე­ლიც რი­ცხვე­ბის მა­გი­ას ეფუძ­ნე­ბა. მისი მეშ­ვე­ო­ბით ადა­მი­ა­ნე­ბი სხვა­დას­ხვა სფე­რო­ებ­ში ახერ­ხე­ბენ კონ­კრე­ტუ­ლი და ძალ­ზე ზუს­ტი გათ­ვლე­ბის კე­თე­ბას.

უცხო­ე­ლი ას­ტრო­ლო­გე­ბის ჯგუფ­მა ამ მხრივ ავ­ტო­მო­ბი­ლის სე­რი­ულ ნომ­რებ­სა და ნუ­მე­რო­ლო­გი­ურ პრინ­ცი­პებს შო­რი­საც აღ­მო­ა­ჩი­ნა გარ­კვე­უ­ლი თან­ხვედ­რა.

ავ­ტო­მო­ბი­ლის ნუ­მე­რო­ლო­გი­უ­რი ინ­დექ­სის გა­მოთ­ვლა მარ­ტი­ვი საქ­მეა. ასე მა­გა­ლი­თად: თუკი თქვე­ნი მან­ქა­ნის ნო­მე­რია – 625, მო­ცე­მუ­ლი ციფ­რე­ბის ჯამი (ანუ 6+2+5) იქ­ნე­ბა 13. თუმ­ცა­ღა 13 არ გახ­ლავთ სა­ბო­ლოო ციფ­რი, სა­ჭი­როა იგი ერ­თნიშ­ნა რი­ცხვამ­დე და­იყ­ვა­ნოთ – ანუ 1+3 = 4 გა­მო­ვი­და, რომ თქვე­ნი მან­ქა­ნის ნუ­მე­რო­ლო­გი­ურ ინ­დექსს რი­ცხვი 4 შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ოთხი­ა­ნის გან­მარ­ტე­ბა კი და­ნარ­ჩე­ნი რი­ცხვე­ბის გან­მარ­ტე­ბას­თან ერ­თად, ქვე­მოთ მო­ცე­მულ ტექ­სტში იხი­ლეთ

რი­ცხვი 1 – ასე­თი ავ­ტო­მო­ბი­ლი საქ­მი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის­თვი­საა ზედ­გა­მოჭ­რი­ლი. მი­სით გა­და­ად­გი­ლე­ბა თა­მა­მად შე­გიძ­ლი­ათ ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რე­თაც, ნე­ბის­მი­ე­რი შეხ­ვედ­რა, რო­მელ­საც და­გეგ­მავთ წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. ამ­გვა­რი ინ­დექ­სით მსხვილ­ბი­უ­ჯე­ტი­ან კონ­ტრაქ­ტებ­სა და ფი­ნან­სურ გა­რი­გე­ბებს შე­იძ­ლე­ბა მო­ა­წე­როთ ხელი.

რი­ცხვი 2 – ყო­ველ­დღი­უ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ინ­დექ­სია, რო­გო­რი­ცაა ბავ­შვე­ბის სკო­ლა­ში წაყ­ვა­ნა, პრო­დუქ­ტებ­ზე სი­ა­რუ­ლი და ა.შ. ამ მან­ქა­ნით ასე­ვე შე­გიძ­ლი­ათ გა­და­ად­გილ­დეთ, თუკი თქვე­ნი პრო­ფე­სია სა­დის­ტრი­ბუ­ციო სფე­როს ან კვე­ბის ობი­ექ­ტებს ეხე­ბა.

რი­ცხვი 3 – სა­უ­კე­თე­სოა ისე­თი ხალ­ხის­თვის, ვინც ფი­ნან­სურ სექ­ტორ­ში მუ­შა­ობს, – ბან­კი­რე­ბის, მე­ნე­ჯე­რე­ბის და ბუ­ღალ­ტრე­ბის სა­მან­ქა­ნო ინ­დექ­სია. შე­საძ­ლოა, ამ­გვა­რი ადა­მი­ა­ნის საქ­მი­ა­ნო­ბა ასე­ვე უკავ­შირ­დე­ბო­დეს სა­ლომ­ბარ­დო ქსელს.

რი­ცხვი 4 – ნუ­მე­რო­ლო­გე­ბი თვლი­ან რომ ამ­გვა­რი ინ­დექ­სი მხო­ლოდ და მხო­ლოდ ხე­ლო­ვან ადა­მი­ა­ნებს შე­ე­ფე­რე­ბათ. უფრო მე­ტიც, თუ თქვენ მხატ­ვა­რი, მუ­სი­კო­სი, მწე­რა­ლი, მსა­ხი­ო­ბი ან სა­რეკ­ლა­მო სფე­როს მუ­შა­კი ხართ, ასე­თი ინ­დექ­სის მქო­ნე ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­საძ­ლოა, თა­ვი­სე­ბურ "თი­ლის­მა­დაც" კი იქ­ცეს თქვენ­თვის, რო­მე­ლიც წლე­ბის მან­ძილ­ზე ერ­თგუ­ლად გემ­სა­ხუ­რე­ბათ.

რი­ცხვი 5 – ეს ინ­დექ­სი მოგ­ზა­უ­რო­ბის, ხე­ტი­ა­ლი­სა და ცხოვ­რე­ბის დი­ნა­მი­უ­რი წე­სის მოყ­ვა­რუ­ლი ხალ­ხის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი. იგი შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მო­ად­გე­ბა ასე­ვე ადა­მი­ა­ნებს, რო­მელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბაც სპორ­ტულ სარ­ბი­ელს უკავ­შირ­დე­ბა.

რი­ცხვი 6 – ტი­პუ­რი "სა­ო­ჯა­ხო მან­ქა­ნაა" და ამ­გვა­რი ინ­დექ­სით შე­გიძ­ლი­ათ თა­მა­მად ატა­როთ თქვე­ნი დიდი ოჯა­ხი და­სას­ვე­ნებ­ლად, პიკ­ნი­კებ­სა და თუ ლაშ­ქრო­ბებ­ზე. იგი ასე­ვე გა­მო­ად­გე­ბა ხალ­ხს, რო­მელ­თაც სას­ტუმ­რო­ე­ბის ბიზ­ნე­სი გა­აჩ­ნია.

რი­ცხვი 7 – ნუ­მე­რო­ლო­გებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ ეს ინ­დექ­სი ე.წ. "მარ­ტო­ხე­ლა" ტი­პებს შე­ე­ფე­რე­ბათ. ამი­ტომ მან­ქა­ნის ნო­მე­რი მსგავ­სი ინ­დექ­სით წარ­მა­ტე­ბას მო­უ­ტანს გა­მომ­ძი­ებ­ლებს, კრი­მი­ნა­ლის­ტურ სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე ხალ­ხს ან კერ­ძო ბიზ­ნეს­ში და­საქ­მე­ბულ ინ­დი­ვი­დებს.

რი­ცხვი 8 – სა­უ­კე­თე­სო მან­ქა­ნის ინ­დექ­სია მათ­თვის, ვისი საქ­მი­ა­ნო­ბაც უძ­რა­ვი ქო­ნე­ბით ვაჭ­რო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. იგი ასე­ვე წარ­მა­ტე­ბის მომ­ტა­ნია ისე­თი ხალ­ხის­თვის, ვი­საც არ­ქი­ტექ­ტუ­რულ სფე­რო­ში უხ­დე­ბა მოღ­ვა­წე­ო­ბა.

რი­ცხვი 9 – ინ­დექ­სი შე­ე­ფე­რე­ბა ხალ­ხს, რო­მელ­თაც სა­კა­ნონ­მდებ­ლო ან იუ­რი­დი­ულ სფე­როს­თან აქვს შე­ხე­ბა. გარ­და ამი­სა, იგი სა­უ­კე­თე­სოა მე­დი­ცი­ნის მუ­შა­კე­ბის­თვის (გან­სა­კუთ­რე­ბით ქი­რურ­გი­ის გან­ხრით).


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა