თეგებით ძიება
25. 05. 2020 News-ები

ჩინეთში კლუბები გაიხსნა, სადაც პირბადით შესვლა და საცეკვაო იატაკზე 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა სავალდებულოა

კორონავირუსის ფონზე რამდენიმე თვიანი შეზღუდვებისა და აკრძალვების შემდეგ ჩინეთში ღამის კლუბები მასშტაბურად იხსნება. მთავრობის გადაწყვეტილებით კლუბების მფლობელებს გადაეცათ მითითითბები, რომელიც მკაცრად უნდა დაიცვან თავიანთ დაწესებულებებში. გავრცელებული ინფორმაციით კლუბში შესვლის დროს თითოეულ ადამიანს უნდა ეკეთოს პირბადე, აგრეთვე აუცილებელია სადეიზინფექციო გელებისა და ერთდჯერადი ჭიქების არსებობს კლუბის მთელ სივრცეში.

როიტერსზე დაყრდნობით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კლუბის მთელ სივრცეში გამოყოფილია სოციალური დაშორების აღმნიშვნელი ნიშნები. იმ პირებისთვის კი რომელთაც რამდენიმე თვიანი იზოლაციის შემდეგ სახლის დატოვება გადაწყვიტეს, კლუბის საცეკვაო იატაკზე მაინც უწევთ ჩვეული წესების დაცვა, რაც გულისხმობს მეგობრებსა და ნაცნობებს შორის შეინარჩუნონ ერთმანეთში დისტანცირება დაწესებულებაში ყოფნის დროს.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ღამის კლუბები გახდა მთავარი წყარო კორონავირუსული ინფექციის მეორე ტალღის დაწყებისა სამხრეთ კორეაში, რომლის შემდეგაც ხელახლა შემოიღეს საკარანტინო-საიზოლაციო შეზღუდვები ბარების, რესტორნებისა და კლუბებისთვის.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა