თეგებით ძიება
25. 05. 2020 News-ები

საგარეო უწყების ულტიმატუმი უკრაინას: „ეს არის მავნებლობა და კატასტროფა, რომელსაც ქვეყანა ჩიხში შეჰყავს“ - სერგი კაპანაძე

მავნებლობა და კატასტროფა - ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომლის თანახმადაც, უწყება დააკვირდება რა ნაბიჯებს გადადგამს უკრაინის ხელისუფლება.
„გამოწვევა ხომ მავნებლობა იყო და ახლა მუქარის ტონით იმის თქმა, რომ იმის მიხედვით, თუ რას გააკეთებს უკრაინა დანიშვნებთან დაკავშირებით, იტყვიან უნდა დააბრუნონ თუ არა ელჩი, არის კატასტროფა. რა გამოდის, თუ მაგალითად, სააკაშვილს, ან სხვა ქართველებს, რომლებიც დაინიშნენ, ბოლო პერიოდში ხომ რამდენიმე დანიშვნა იყო, თუ ამ დანიშვნებს არ შეცვლიან, ე.ი. ელჩს უკან არ დავაბრუნებთ და უკრაინასთან ურთიერთობას გავაფუჭებთ? და ჩვენს ურთიერთობებს დავაყენებთ საფრთხის ქვეშ იმიტომ, რომ ივანიშვილს ასე უნდა? ეს არის კატასტროფა, დამოუკიდებლება, რომელსაც ქვეყანა ჩიხში შეჰყავს. სწორედ ამიტომ არიან ესენი მოსაშორებელი, რომ არ გადააყოლონ ქვეყნის საგარეო პოლიტიკა კონკრეტულ ამბიციებს, გეგმებს და ერთი ადამიანის რაღაც ხუშტურებს“, - განაცხადა კაპანაძემ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში საქართველოს ელჩის, თეიმურაზ შარაშენიძის დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყებაში აცხებენ, რომ „თუ რა ნაბიჯებს გადადგამს უკრაინის ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებაში ურთიერთობის ნორმალიზების კუთხით და სწორედ ამის მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება ელჩის უკრაინაში დაბრუნების თარიღთან დაკავშირებით“.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა