თეგებით ძიება
25. 05. 2020 News-ები

"ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს არანაირი ძალადობა არ ჩაუდენია" - ჩოგბურთელის ადვოკატი

"ბასილაშვილების ოჯახი მუდმივად იყო მზად პროვოკაციებისთვის, რაც შეეხება პროვოკაციის საფუძვლებს, მოგვიანებით ვისაუბრებთ "

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმე - ჩოგბურთელი და მისი ყოფილი მეუღლეც კონკრეტულ მტკიცებულებებზე საუბრობენ.

ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა ამბობს, ძალადობის ვერსიის დასამტკიცებლად, ჯერჯერობით საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს.

ირმა ჭკადუას განმარტებით, ბასილაშვილის მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია, ყოფილი ცოლის მხრიდან კი, ბასილაშვილების ოჯახი პროვოკაციას მუდმივად ელოდა, რასაც გარკვეული საფუძველი აქვს.

"ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს არანაირი ძალადობა არ ჩაუდენია. ის იყო საკუთარ სახლში, სასამართლოს მიერ გამოყოფილ დღეს, როდესაც მას საკუთარი შვილის ნახვა შეუძლია ანუ ხუთშაბათს და შაბათს. ხუთშაბათს მან წამოიყვანა ბავშვი და 40 წუთში მისი ყოფილი მეუღლე მივიდა ბასილაშვილებთან და პრაქტიკულად ბავშვი ძალით წაიყვანა. ბასილაშვილების ოჯახი მუდმივად იყო მზად ამ პროვოკაციებისთვის, რაც შეეხება პროვოკაციის საფუძვლებს, ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ,"- განაცხადა ირმა ჭკადუამ.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა