თეგებით ძიება
25. 05. 2020 News-ები

"მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო დაზარალებულ ქალს" - ომბუდსმენმა ბასილაშვილის საქმის შესწავლა დაიწყო

სახალხო დამცველმა ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ყოფილ ცოლზე შვილის თანდასწრებით სავარაუდო ძალადობის საქმის შესწავლა დაიწყო.

ნინო ლომჯარია ფეისბუქზე წერს, რომ მხარდაჭერას უცხადებს დაზარალებულ ქალს.

"საქართველოს სახალხო დამცველმა დაიწყო ჩოგბურთელ ბასილაშვილის მხრიდან ყოფილი მეუღლის მიმართ მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით სავარაუდო ძალადობრივი ქმედებების გამოძიების საქმის შესწავლა.

მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო დაზარალებულ ქალს! მოვუწოდებ ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას, გააკეთონ მაქსიმუმი, რათა იგი დაცული იყოს როგორც ფიზიკური, ასევე, ფსიქოლოგიური ძალადობისაგან!

მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, თემის მგრძნობელობიდან გამომდინარე, გაშუქებისას მაქსიმალურად დაიცვან შესაბამისი სტანდარტები!" - წერს ნინო ლომჯარია.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა