თეგებით ძიება
26. 05. 2020 News-ები

„საპატრიარქოს დუმილი თანხმობის ნიშანია... მეტიც, ნიშანი იმისა, რომ გავლენიანი ინსტიტუცია ღიად ილაშქრებს სახელმწიფოს წინააღმდეგ“ - ნიკა მელია მღვდელმთავრების განცხადებებზე

საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს სახელმწიფოს და ქართველი ხალხის დასავლური არჩვანის წინააღმდეგ გალაშქრებას უწოდებს ენმი-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელიც საპატრიარქოს მოუწოდბს, დააფიქსიროს საჯაროდ საკუთარი პოზიცია.

„საპატრიარქოს გავლენიანი ფიგურანტები ღიად ილაშქრებენ ქართული სახელმწიფოს, ქართველი ხალხის დასავლური არჩევანის წინააღმდეგ, თავად საპატრიარქო კი საეჭვო დუმილს ამჯობინებს.

მეუფე საბა მრევლს ღიად მოუწოდებს უარი თქვან ჯერაც არ გამოგონილ ვაქცინაზე, იმ მოტივით, რომ დასავლეთი თურმე ჩვენზე აპირებს ვაქცინის გამოცდას.

მეუფე გიორგი ამბიონიდან ეთნიკურ შუღლს აღვივებს მარნეულში..

მეუფე ანტონი კი უფრო შორს მიდის და ამერიკას, ევროპას ღიად ადანაშაულებს ქართული ეკლესიის დისკრედიტაციაში. მეტიც, მიკიბ-მოკიბვის გარეშე ითხოვს ქვეყნის დასავლური არჩევანის გადახედვას და საამისოდ რეფერენდუმის ხელახლა ჩატარებას.

საზოგადოებამ, პოლიტიკურმა კლასმა, მედიამ კატეგორიულად უნდა მოვითხოვოთ პოზიციის საჯაროდ და მკაფიოდ დაფიქსირება საქართველოს საპატრიაქოსგან..

ასეთ დროს დუმილი თანხმობის ნიშანია და მეტიც, ნიშანი იმის რომ გავლენიანი ინსტიტუცია ღიად ილაშქრებს სახელმწიფოსა და სახელმწიფოებრიობის წინააღდეგ“ - წერს ნიკ ამელია ფეისბუქის გვერდზე.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა