თეგებით ძიება
26. 05. 2020 News-ები

"კორონავირუსის მეორე ტალღის დაწყება მოსალოდნელია გრიპის სეზონის დაწყების პერიოდში"-ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ხელახალ განვითარებას და „მეორე ტალღის“ დაწყებას არ გამორიცხავს. ორგანიზაციის წარმომადგენლის, მაირ რაინის განცხადებით, ამჟამად კორონავირუსული პანდემია პირველი ტალღის შუა ფაზაში იმყოფება და კარგად ვითვალისწინებდეთ იმ გარემოებას, რომ ეპიდემიის გავრცელების მასშტაბი ნებისმიერ დროს შესაძლოა, მკვეთრად გაიზარდოს.

მისი განცხადებით, მეორე პიკი ან ე.წ მეორე ტალღა შესაძლებელია, გრიპის სეზონის დაწყების განმავლობაში გავრცელდეს. ჯანმო მოუწოდებს ყველა სახელმწიფოსა და მის მთავრობებს, იყვნენ ფრთხილად და დროულად მოახდინონ დაავადების გამოვლინება.

შეგახსენებთ, რომ კოვიდ-19-ისგან სულ მსოფლიოში 5 592 354 დაინფიცირების შემთხვევაა, რომელთაგან 350 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 2 300 000-ზე მეტმა პაციენტმა ვირუსი დაამარცხა და მათი უმრავლესობა სახლში გაიწერა

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა