თეგებით ძიება
26. 05. 2020 News-ები

ავსტრიაში კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტს ფილტვი გადაუნერგეს

ავსტრიაში, ვენის სამედიცინო უნივერსიტეტში უპრეცედენტო ოპერაცია ჩაატარეს- კოვიდ ინფიცირებულ პაციენტს ფილტვი გადაუნერეს.საავადმყოფოს განცხადებით, რომ არა აღნიშნული ქირურგიული ჩარევა, 45 წლის კორონავირუსით დაავადებული ადამიანი სხვა შემთხვევაში ვერ გადაურჩებოდა დაავადებას. მედიკოსების განცხადებით, პაციენტის გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებულად მიმდინარეობს.

„მისი გამოჯანმრთელება განსაკუთრებით კარგად მიმდინარეობს და მთავარი პრობლემები არ აღენიშნება“- განაცხადა ვოლტერ კლეპეტკომ, ქირურგიული კლინიკის ხელმძღვანელმა.

საავადმყოფოს ხელმძღვანელობის თქმით, პაციენტი დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში იმყოფებოდა დაინფიცირების დროს 8 კვირის წინ, თუმცა დაავადების განვითარებასთან ერთად მისი მდგომარეობა დრამატულად დამძიმდა - „ სიტუაცია უიმედო იყო. ფილტვი საცობივით გადაიქცა, სადაც არაფერი იყო დარჩენილი“- აღნიშნა კლეპეტკომ.

საავადმყოფოში აღნიშნავენ, რომ ოპერაცია ძალზე რთული იყო, თუმცა წარმატებული აღმოჩნდა- „ ყველა ორგანოები კარგად მუშაობს და ჩვენ ძალზე კმაყოფილები ვართ, თუმცა ჯერ კიდევ ხანგრძლივი გზაა დარჩენილი მის საბოლოო გამოწერამდე საავადმყოფოდან“.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა