თეგებით ძიება
26. 05. 2020 News-ები

"ივანიშვილის ხელისუფლებამ საკუთარი დამოკიდებლობა გამოავლინა, ეროვნული დროშებიც არაა გამოფენილი"

ფაქტს, რომ მთავრობამ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ეროვნული დროშები ქუჩებში არ გამოფინა, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია სამწუხაროს უწოებს.

მისი თქმით, მიუხედავად კორონავურისის გამო შემქნილი სიტუაციისა, გარკვეული ღონისძიებების გამართვა და იმის ხაზგასმა, რომ დამოუკიდებლობის დღე საზეიმოა, შესაძლებელი იყო.

"გილოცავთ კიდევ ერთხელ ამ დიდ დღეს. ძალიან ვწუხვარ, რომ დღესაც ივანიშვილის ხელისუფლებამ საკუთარი დამოკიდებლობა გამოავლინა და ეროვნული დროშებიც კი არ არის გამოფენილი. მე მესმის, რომ არ არის ტიპიური ვითარება, გამოწვევა არის ჯერ კიდევ ამ პანდემიის, მაგრამ რაღაც ღონისძიებების გამართვა და ხაზის გასმა როგორი საზეიმოა ეს დღე შესაძლებელი იყო. ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი მთავრობა გვყავს, რომ ეროვნული დროშები არ არის ჩვენ ქუჩებში გამოფენილი. ეს მაინც ხო შეიძლებოდა გაკეთებულიყო, რომ ამ დღის მიმართ შენი ხელისუფლების დამოკიდებულება ჩანდეს",- აცხადებს ბოკერია.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა