თეგებით ძიება
26. 05. 2020 News-ები

სახელმწიფო სტრუქტურების არაეფექტური მუშაობა და კორუფციული კავშირები - რატომ არ ხორციელდება საგარეო ვალით დაფინანსებული პროექტები (აუდიტის დასკვნა)

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სკანდალური მოხსენება - უწყების მიერ საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ მომზადებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2019 წელს 243 მლნ ლარის ოდენობის საგარეო ვალით დაფინანსებული 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით შესრულდა.

აუდიტის მოხსენების თანახმად, საყურადღებოა, რომ უცხოეთიდან მოზიდული სესხებით დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების ნაწილი, გასული წლების მსგავსად, ხასიათდება დაბალი ათვისებით, რაც საინვესტიციო პროექტების შეფერხებებით განხორციელებაზე მიუთითებს.

აუდიტის დასკვნაში მოხვდა საინვესტიციო პროექტებიც, რომელთა დაფინანსება უცხოეთიდან მოზიდული სახსრებით მოხდა, თუმცა აუდიტი დაბალ ათვისებაზე მითითებს.

ნულოვანი ათვისების პროექტების ჩამონათვალში არის ძირითადად ინფრასტრუქტურული პროექტები, ხიდები, გზები, ელექტროგადამცემი ხაზები, ასევე, თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერების პროექტი, რომელზეც 55 მილიონი ლარი უნდა დახარჯულიყო.

პრობლემურ საკითხად რჩება თბილისის ავტობუსების ათვისებისა და წყალგაყვანილობის პროექტები.

როგორც ირკვევა, 7 პროექტის ათვისება მხოლოდ 25%-ით მოხდა. 5 პროექტის ათვისება კი მხოლოდ სანახევროდ მოხდა.

ბიუჯეტის ფული სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილით განსაზღვრულ მიზნებს ვერ ემსახურება.

ეკონომისტები სახელმწიფო სტრუქტურების არაეფექტურ მუშაობაზე და კორუფციული კავშირებზე ამახვილებენ ყურადღებას.

"ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი არასდროს ყოფილა ბოლო წლების განამვლობაში ადამიანის სიღარიბიდან ამოყვანაზე და ეკონომიკის ზრდაზე ორიენტირებული, და ამას წლებია მეტყველებს სწორედ ის აუთვისებელი თანხები და კორუფციის ფაქტები, რაც ბიუჯეტში გვაქვს. ინფრასტრუქტურული პროექტების არათვისება, პირველ რიგში, როცა ქვეყნის ეკონომიკა გაჩერებულია, ეკონომიკურ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს", - ამბობს ეკონომისტი ირაკლი ყიფიანი.

ოპოზიციაშიც კორუფციულ სქემებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ამ მსხვილ ტენდერებში გამარჯვებულები მთავრობასთან დაახლოებული კომპანიები არიან.



წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა