თეგებით ძიება
26. 05. 2020 News-ები

მეუფე ანტონი, მამა ლევანი, დავით მაღრაძე და „კანონიერი ქურდები“ – რას ყვება სასულიერო პირი

სკანდალური განცხადებებით ცნობილ ვანისა და ბაღდათის მტროპოლტს, მეუფე ანტონს, სოციალურ ქსელში წარსული და ცნობილ კრიმინალურ „ავტორიტეტებთან“ კავშირიც გაუხსენეს.

მეუფე ანტონი, ერისკაცობაში მარკოს ბულუხია წარსულში საპატრიარქოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებთან ურთიერთობის განწყოფილებას ხელმძღვანელობდა.

ამ პერიოდში მას ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ბევრ პატიმართან, მათ შორის „კანონიერ ქურდებთან.



ფოტო 2000 წელს, ერთ-ერთი „კანონიერი ქურდის“, დავით კაკულიას (დათო თბილისკი) ბავშვის ნათლობაზეა გადაღებული.

კადრებში ჩანან: „კანონიერი ქურდი“ დათო კაკულია, „კანონიერი ქურდი“ გია კვარაცხელია, მეუფე ანტონი (ბულუხია) და მამა ლევან ფირცხალაიშვილი.

ფირცხალაიშვილი არაერთი კრიმინალური „ავტორიტეტის“ მოძღვარი გახლდათ, მათ შორის ჯაბა იოსელიანის.

„პრაიმტაიმთან“ საუბრისას არ მალავს „კანონიერ ქურდებთან“ მეგობრობას და არც იმას უარყოფს, რომ ერისკაცობაში თავადაც ამ წრის ნაწილი იყო.

ბევრი ფოტო მაქვს ქურდებთან გადაღებული, რადგან ჩვენ „რესბალნიცაზე“ ავაშენეთ ეკლესია. მე იქ გავიცანი „კანონიერი ქურდი“ დათო კაკულია (2001 წელს გარდაიცვალა).

ჩვენს შორის ისეთი დამოკიდებულება ჩამოყალიბდა, რომ ძმად მივიჩნევდი.

დავნათესავდით კიდეც, ნათელ-მირონი გვაკავშირებს. საოცარი ურთიერთობა მაქვს ახლაც მის ოჯახთან.

ეს ფოტოც დათოს ბავშვის ნათლობაზეა გადაღებული. დავით მაღრაძე ერთ-ერთი ნათლიაა.

მეუფე ანტონი იყო საპატრიარქოს ციხეებთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი.

ის იყო პირველი, ვინც ამ განყოფილებას ხელმძღვანელობდა. შესაბამისად, ახლოს იცნობდნენ პატიმრები და კარგი დამოკიდბეულება ჰქონდათ მის მიმართ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა