თეგებით ძიება
26. 05. 2020 News-ები

რუსეთის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა- ეკიპაჟის ყველა წევრი გარდაიცვალა

რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ვერტმფრენმა, MI-8-მ, ჩუკოტკის ნახევარკუნძულზე, ანადირის აეროპორტში დაშვებისას ავიაკატასტროფა განიცადა, რა დროსაც 4 ადამინი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას რია ნოვოსტი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, საფრენი აპარატი 15 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა, რა დროსაც ეკიპაჟის ყველა წევრი დაიღუპა.

შეჯახების შემდეგ გაჩნდა ხანძარი, რომლის ლოკალიზება მოხერხდა. წინასწარი ვერსიით, ავიაკატასტროფის მიზეზი ტექნიკური გაუმართაობა გახდა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს უკვე მეორე შემთხვევა გახლავთ, როდესაც რუსეთის საჰაერო ძალების ვერტმფრენი ავიაკატასტროფას განიცდის ტექნიკური მიზეზების გამო.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა