თეგებით ძიება
26. 05. 2020 News-ები

ავარია ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე - დაშავებულია ოთხი ადამიანი

ავარია ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე, სოფელ პალდოსთან .

წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

თვითმხილველების ცნობით, ავარიის შედეგად მძღოლი და სამი მგზავრი მძიმედ დაშავდნენ. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია იმყოფება. მიმდინარეობს გამოძიება.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა