თეგებით ძიება
26. 05. 2020 News-ები

"მადლიერება გვმართებს ჩვენი დასავლელი პარტნიორებისადმი, რომლებიც ევროატლანტიკური სივრციდან ათწლეულებია უანგაროდ გვეხმარებიან" - მეუფე მელქისედეკის საგანგებო განცხადება

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკი საგანგებო მიმართვას ავრცელებს.

სასულიერო პირი მოქალაქეებს 26 მაისს ულოცავს და მეუფე ანტონის სკანდალურ ქადაგებას პასუხობს.

მეუფე მელქისედეკი წერს, რომ დასავლეთი საქართველოს წლებია უანგაროდ ეხმარება და მათ გარეშე გამოწვევების გადალახვა გაჭირდებოდა.

"ვხედავ, რომ ჩვენს არაერთ თანამემამულეს, გულსა და გონებაში აქვს გავლებული მავთულხლართები და უჭირს გაარჩიოს ქვეყნის ნამდვილი მტერი და მოყვარე. რეალურად კი მადლიერება გვმართებს ჩვენი დასავლელი პარტნიორებისადმი, რომლებიც ევროატლანტიკური სივრციდან ათწლეულებია უანგაროდ გვეხმარებიან. მათ გარეშე ჩვენ წინაშე არსებული გამოწვევებისა და პრობლემების გადალახვა ძალიან გაგვიჭირდებოდა.

ვფიქრობ, რომ სწორედ ამ კატეგორიის მოქალაქეებთან დაკავშირებით გვმართებს გაძლიერებული ყურადღების გამახვილება. მუდმივად უნდა ვცდილობდეთ, რომ ქრისტესმიერი სიყვარულით, მათი გონებიდან და გულებიდან მავთულხლართები მოვხსნათ, ავუხილოთ თვალები, დავანახოთ მტერი, რომელიც ცენტრალური ავტომაგისტრალიდან რამდენიმე ასეულ მეტრში დგას და ამის შემდეგ, უკვე ერთობლივად შევეცადოთ ტერიტორიული ოკუპაციისგან გათავისუფლებას. - ნათქვამია მეუფე მელქისედეკის მიმართვაში.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა