თეგებით ძიება
26. 05. 2020 News-ები

კოვიდ 19-ის პანდემიის გამო დაკეტილი რესტორნების, ბარებისა და კლუბების გახსნის თარიღი უცნობია - რა მოთხოვნები აქვთგასართობი ინდუსტრიის წარმომედგენლებს

თბილისის კლუბებისა და ბარების მეპატრონეების ერთობლივი განცხადება-პეტიცია - გასართობი ბიზნესის წარმომადგენლები ხელისუფლებისგან კონკრეტული სამუშაო გეგმის შედგენას, ასევე ფინანსურ დახმარებას და საგადასახადო შეღავათებს ითხოვენ.

განცხადების ავტორები მათთვის მიტოვებული რეკრეაციული ზონების გამოყიფას ითხოვენ, სადაც თავიანთ საქმიანობას ღია სივრცეში გადაიტანენ.

კლუბების წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ პანდემიის გამო შექმნილი პირობები მთავრობის პოზიციას შეარბილებს.

"დაუყოვნებლივ უნდა დადგინდეს დახურული ბარების, კლუბებისა და მუსიკალური სივრცეების გახსნის თარიღი. ასევე ჩვენთან ერთად უნდა იქნას შემუშავებული რეგულაციები და დირექტივები, იმისთვის რომ ჩვენმა სექტორმა სრულიად შეძლოს თავისი ეკონომიკური როლის დაბრუნება, მინიმუმ აუცილებელია ერთწლიანი საშეღავათო პერიოდი გადასახადების კუთხით"- აცხადებენ განცხადების ავტორები.

და იქვე დასძენენ, რომ იმ შემთხვევისთვის, თუ კლუბებისა და ბარების მეპატრონეებს დახურული ობიექტების გახსნის შესაძლებლობა არ მიეცემათ, უნდა მიეცეთ უფლება სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ ცენტრალურ, მაგრამ გამოუყენებელ სივრცეებში შექმნან ქვეყნის საიმიჯო პროდუქტი "გადარჩენის პარკი", სადაც არსებული დახურული ბარები თავიანთ ღია ვარიანტებს წარმოადგენენ.

"შეიძლება ჩვენი სფერო საერთოდ გაქრეს ამ ქალაქიდან, გაქრეს სფერო, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში, - ამბობს კლუბ "ბასიანის" დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა