თეგებით ძიება
26. 05. 2020 News-ები

ემიგრანტებს, იტალიაში ცხოვრების უფლების მისაღებად, ხელს დამსაქმებლები უშლიან – რა ღირს „პერმესო“

სულ რამდენიმე დღეში იტალიაში მყოფი არალეგალი ემიგრანტები ცხოვრებისა და მუშაობის უფლებით ისარგებლებენ.

„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, მიმართეს თუ არა ქართველმა ემიგრანტებმა ე.წ. საბუთის მისაღებად შესაბამის უწყებას.

როგორც ჩვენთან საუბრისას ქეთევან ხუციშვილი აცხადებს, ეს საბუთი ემიგრანტებისთვის შვებაა, თუმცა ბევრი დამსაქმებელი განცხადების შეტანაზე უარს ამბობს.

​„ბევრია ჩემს გარშემო, რომელთაც ოჯახი უარს ეუბნება. კონტრაქტის გაფორმება და თანხის გადახდა არ უნდათ. ჩვენ შევთავაზეთ, რომ ყველაფერს გადავიხდით ოღონდ ამ საბუთის გაკეთებაზე დაგვთანხმდნენ. ზოგს აწყობს, ზოგს კი არა…

400 ევრო ჯდება, მაგრამ იშვიათი ოჯახი იხდის. ეს საბუთი ძალიან კარგი რამ არის. უნდა გადაიხადო როგორც საშემოსავლო და ორი წლის შემდეგ, სამსახურის გარეშე, რომ დარჩეთ აქეთ გადაგიხდის ფულს.

მე ამ საბუთს აუცილებლად ვაკეთებ. პირველად ცხრა წლის წინ კი გამოვიდა, მაგრამ ჩვენ არ გვეხებოდა. ახლაც არ შეგვეხებოდა, რომ არა კორონავირუსი.

ამჟამად ვმუშაობ. თუ გამიკეთებნ 400 ევრო დაუჯდებათ. ვინც არ მუშაობს შეღავათი აქვს და მას 160 წეროს გადახდა უწევს.

ძალიან მაგარი რამეა, აღარ დაიმალები. შიშით ცხოვრებაც არ მოგიწევს. თავისუფლად გადაადგილდები ქუჩაში,“ – განუცხადა „პრაიმტაიმს“ ქეთევან ხუციშვილმა.


წყარო:primetime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა