თეგებით ძიება
26. 05. 2020 News-ები

​ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმა და რას საქმიანობს ის

რაც ცნობილი გახდა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ძალადობაშია ბრალდებული, საზოგადოების მხრიდან მისი ოჯახის წევრების მიმართ ინტერესი გაიზარდა.
ბასილაშვილის ძმამ მედიის ყურადღება მას შემდეგ განსაკუთრებით მიიპყრო, რაც სასამართლო პროცესზე მისული ტელეკამერებს მანქანაში დაემალა და სახეზე ხელები აიფარა.
როგორც ირკვევა, ნიკოლოზ ბასილაშვილის ძმა სტომატოლოგი თენგო ბასილაშვილია.
თენგო ბასილაშვილი პროფესიით სტომატოლოგია და ნიკოლოზზე უმცროსია.
ძმები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან.

2 წლის წინ ბიჭების მამა, ნოდარ ბასილაშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ვაჟების აღზრდის მეთოდებზე ყვებოდა:

„თენგო არანაკლებ ნიჭიერია… ნიკოლოზმა ჩემი რჩევით აირჩია ჩოგბურთი, თენგოს სურვილი იყო გამხდარიყო სტომატოლოგი და ჩემმა მეუღლემაც ურჩია. ნატალია პროვიზორია, სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა ფარმაციის მიმართულებით.

ჩვენ გქვონდა აფთიაქების ქსელი და იქ მუშაობდა. მას შემდეგ, რაც ნიკაზე გადავერთე, ეს ყველაფერი დავხურე, დავიტოვე ერთი აფთიაქი, რამდენიმე კომერციულ ფართთან ერთად და ამით ვახერხებდი ოჯახის გაძღოლას“ – ყვებოდა შვილებზე ნოდარ ბასილაშვილი.


წყარო:primetime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა