თეგებით ძიება
27. 05. 2020 News-ები

პარლამენტი ხმაურიანი სხდომისთვის ემზადება - საკანონმდებლო ორგანოში გიორგი გახარიას ელოდებიან

საქართველოს პარლამენტში დღეს პრემიერ-მინისტრი კოვიდ19-ის მართვასთან დაკავშირებით ანგარიშს წარადგენს. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

ანგარიშს მოისმენის შემდეგ სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.

დღევანდელ პლენარულ სხდომას დაესწრება საპარლამენტო ოპოზიციაც. ისინი საკანონმდებლო ორგანოში მწვავე კითხვებით მიდიან.

ხელისუფლების ოპონენტები ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ანტიკრიზისულ და პოსტკრიზისულ გეგმასა და მოსახლეობისთვის კომპენსაციის მიცემის წესზე გაამახვილებენ ყურადღებას.

რაც შეეხება უმრავლესობას მათ მთავრობის მეთაურისადმი კითხვები არ აქვთ.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა