თეგებით ძიება
27. 05. 2020 News-ები

"ნუ გეშინიათ, საკონსტიტუციო სასამართლოში არ მივდივარ, ვაპირებ, არჩევნებში ძალიან აქტიურად ჩავერთო" — წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამრთლოში მისი დანიშვნის შესახებ მედიაში გავეცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
წულუკიანის განცხადებით, წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩართვას აპირებს.

წულუკიანი ფიქრობს, რომ მოსამართლეობისთვის "მოწიფულ ასაკში" არ არის.

"ნუ გეშინიათ, არ მივდივარ საკონსტიტუციო სასამართლოში. შეგიძლიათ იყოთ მშვიდად, ამაზე საუბარიც არ ყოფილა. მე მაქვს გეგმა, რაც მათთვის კიდევ უფრო უსიამოვნოა, ვაპირებ, ამ არჩევნებში, წინასაარჩევნო კამპანიაში ძალიან აქტიურად ვიყო ჩართული. თუკი მათ შერჩათ ელემენტარული ლოგიკის უნარი, ერთი მეორეს გამორიცხავს. აქედან გამომდინარე, სჯობს, რომ ისინი მოემზადონ წინასაარჩევნო კამპანიისთვის და ეს ანომალიური ენერგია არ დახარჯონ არარსებულ თემებზე. რაც შეეხება სამოსამართლო პოზიციას, მე ევროპულ სასამართლოში ვარ ნამუშევარი და იმ მიდგომას ვიზიარებ, რომ მოსამართლეობა ადამიანმა შეიძლება გაცილებით მოწიფულ ასაკში ისურვოს", - განაცხადა წულუკიანმა იმედის ეთერში


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა