თეგებით ძიება
27. 05. 2020 News-ები

რუსული საგუშაგო დროებით დაშლილია და მანეკენი ჰყავთ დატოვებული - რა ხდება ატოცში

ანტისაოკუპაციო მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" წევრები, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ატოცში შემოვლითი გზით შევიდნენ. დავით ქაცარავას და მისი მეგობრების მიზანი საოკუპაციო ზოლის სიახლოვეს არსებული ვითარების ნახვა და საოკუპაციო ხაზთან, 26 მაისს - საქართველოსა და უკრაინის ახალი დროშების აღმართვა იყო.
სოფელიდან დაბრუნებული ქაცარავა ამბობს, რომ ატოცში რუსული საგუშაგო მიტოვებული და დაშლილია, ოკუპანტების მონიშნულ ადგილს კი მანეკენი იცავს.

"გადავწყვიტეთ, რომ დროშები გამოგვეცვალა 26 მაისს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს. დაგვხვდა საინტერესო სურათი - დაშლილი რუსული საგუშაგო,რომელიც სავარაუდოდ განახლდება მალე. ყველაფერთან ერთად რუსებმა დაგვიტოვეს მანეკენი,რომელიც საგუშაგოს ამაგრებდა და ალბათ, ქართველებს აშინებს რუსეთი ამ სახით", - აცხადებს მოძრაობის ლიდერი დავით ქაცარავა.

რედაქციის შენიშვნა: ფოტო "ნიუპოსტის" არქივიდან.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა