თეგებით ძიება
27. 05. 2020 News-ები

პირველი ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის, მოლები

პირველი ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის, სავაჭრო მოლები, ღია და დახურული ბაზრობები და მხოლოდ ღია სივრცის რესტორნები. ეკონომიკური საქმიანობების გახსნაზე და შეზღუდვების შემდუბუქებაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 17 მაისის ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, 8 ივნისიდან, შემდეგი ორშაბათიდან გაიხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, რაც იმას ნიშნავს, რომ რესტორნები სრულად ამუშავდებიან. ასევე, იმავე დღეს ამუშავდებიან სასტუმროებიც.

"ეს ნაბიჯები მიღებულია ჩვენი მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური ინტერესებიდან, თუმცა აუცილებელია, ამის შემდეგ შევინარჩუნოთ ეპიდემიის გავრცელების ის ტემპი, რომელიც გვაქვს", — თქვა გახარიამ.


წყარო:On.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა