თეგებით ძიება
27. 05. 2020 News-ები

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების დაახლოებით 74% გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათში გამოვლემილი 3 ახალი შემთხვევიდან სამივე საკარანტინო სივრციდანაა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, COVID 19- ით ინფიცირებული პაციენტების დაახლოებით 74% გამოჯანმრთელდა.

ეზუგბაია ამბობს, რომ 3 ახალი შემთხვევიდან სამივე საკარანტინო სივრციდანაა.

"ჩვენ ცენტრში 38 პაციენტი გვყავდა, 4 იყო შესაძლო შემთხვევა, რომელთა კვლევით გუშინ გამოირიცხა კოვიდინფექცია, ოთხივემ დატოვა კლინიკა და ამ ეტაპზე მხოლოდ 34 დადასტურებული შემთხვევა გვყავს. პაციენტების სიმძიმის თანაფარდობა უცვლელი გვაქვს - კვლავ 3 მძიმე პაციენტია, მაგრამ ამ სამ პაციენტთან სტაბილიზაცია მიღებულია და მცირედი, მაგრამ ყოველდღიური გაუმჯობესება შეინიშნება და ალბათ, მალე პროგნოზულად ვიტყვით, რომ მათთან კარგი გამოსავალი იქნება"- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა