თეგებით ძიება
27. 05. 2020 News-ები

პირველი ივნისიდან მუნიციპალური სერვისები აღდგება

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პირველი ივნისიდან ყველა გამგეობაში მუნიციპალური სერვისების მიწოდება აღდგება. როგორც მერმა მთავრობის სხდომაზე განმარტა მუნიციპალურ სერვისებთან ერთად მუშაობას განაახლებენ:

ადმინისტრაციული ერთეულების საჭიროების განმხილველი კომისიის სხდომები;

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების/ფაქტის დამდგენი კომისიის სხდომები;

თბილისის მერიის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ჩასატარებელი კონკურსები;

კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ისტორიული საბჭოს სხდომები;

კულტურული ღონისძიებების დაფინანსების კომისიის სხდომები;

თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების სხდომები;

დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხის განმხილველი კომისიის სხდომები.

გარდა ამისა, მერიის თანამშრომლები აღჭურვილები იქნებიან პირადი დაცვის საშუალებებით.


წყარო:On.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა