თეგებით ძიება
27. 05. 2020 News-ები

"ბევრი ცოლია ამ მუხლით დასაჭერი, ჩვენ გარშემო ბევრი ქმარია ფსიქოლოგიური ტანჯვის ქვეშ..." - ნოე სულაბერიძე

ტელეპროდიუსერი ნოე სულაბერიძე ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო ატეხილ სკანდალს სოციალური ქსელით ეხმაურება და წერს:

"ყველანაირი ძალადობის წინააღმდეგი ვარ და ალბათ გახსოვთ, არაერთი თემა გაგვიკეთებია კერძოდ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. თუმცა იქ, სადაც 126 პრიმა მუხლის საფუძველზე, სადაც უბრალო ზეპირი ბრალდებით და ყველანაირი მტკიცებულის გარეშე შეიძლება გაბრაზებულზე ,,გასროკო”, მამაკაცი უფრო დაუცველი გამოდის და ქალს მეტი მანიპულირების შესაძლებლობა ეძლევა.

,,ფსიქოლოგიური ტანჯვის ქვეშ”, როგორც კანონშია ფორმულირებული, ბევრ ცოლს ჰყავს თავისი ქმარი ჩვენ გარშემო და ჩვენს რეალობაში, ცოტა გახსენდებათ? წარმოდგენაც არ მინდა, რამდენი ცოლია ამ მუხლით დასაჭერი.

სტატუსი ზოგადია, სხვისი საქმის არ ვიცი, თუმცა მე მაპატიეთ, ასეთ მოზომილ და შინაგანი ინტელექტის მქონე ტიპზე, როგორიც ბასილაშვილია, ბრალდებას ვერ დავიჯერებ! ესაა ჩემი დამოკიდებულება და პასუხიც”.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა