თეგებით ძიება
27. 05. 2020 News-ები

მდინარაძე: 3000 ლარის გადახდა ბევრს გაუჭირდება, მაგრამ ჯარიმების ჩამოწერა შეიძლება, დამღუპველი იყოს

პარლამენტში უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძ აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს შეზღუდვების დარღვევისთვის დაწესებული 3 ათასლარიანი ჯარიმის გადახდა ბევრს გაუჭირდება, თუმცა მათი ჩამოწერა დამღუპველი იქნება.

"თავიდან პრევენციული თვალსაზრისით ამან ძლაინა კარგად იმუშავა. ჩვენ გვაქვს ორი მიმართულებით პრობლემა: ერთი, რომ ძალიან გაუჭირდებათ გადახდა და რაღაც უნდა მოვიფიქროთ, მაგრამ მეორე გამოწვევა არის ის, რომ მეორე ტალღას როდესაც ელოდება ჩვენი ქვეყანა, სამწუხაროდ და მთელი მსოფლიო, უკვე დღეს თუ ესე მარტივად ჩამოიწერება ეს ჯარიმები, ხვალ ადამიანები იფიქრებენ, რომ თუ ახალ ჯარიმას დააწესებ, სულ რომ 10 ან 100 ათასი ლარი იყოს, იმასაც მოუხსნიან და პრევენციულად შეიძლება ამან არ იმუშაოს და დამღუპველი იყოს", — აღნიშნა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, ეს გარკვეულწილად ჩიხური სიტუაციაა, თუმცა გამოსავალი უნდა მოიძებნოს. მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით უმრავლესობის დეპუტატები პრემიერმინისტრს კითხვებს დაუსვამენ.

დღეს, 27 მაისს პარლამენტში პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას უსმენენ. მან დეპუტატებს კორონავირუსის პანდემიის დროს მიღებულ გადაწყვეტილებებზე ანგარიში უნდა წარადგინოს.


წყარო:On.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა