თეგებით ძიება
27. 05. 2020 News-ები

"არ გაჩერებულა არცერთი სოფლის მეურნეობის საწარმო, არცერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი" - გახარია ჩატარებული სამუშაოებით კმაყოფილებას არ მალავს

საქართველოს პრემიერის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად შემოღებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში ქვეყანაში 65 ათასი კომპანია მუშაობდა.
გიორგი გახარია ამბობს, რომ ქვეყანაში საწარმოები და ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეჩერებულა.

"ქვეყანაში არ გაჩერებულა არცერთი სოფლის მეურნეობის საწარმო, არცერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი, არცერთი სისტემური ინდუსტრიალური კომპანია. ქვეყანაში 65 ათასი კომპანია აგრძელებდა მუშაობას,რაც იყო ათობით ათასი სამუშაო ადგილი.

ყველაფერი კეთდებოდა კონტროლის ქვეშ და ვერ დაასახელებთ ვერცერთ შემთხვევას, როცა ეს ადგილები გამხდარიყვნენ ინფიცირების გავრცელების წყარო.

იყო რამდენიმე ინდუსტრიული ქალაქი, რომელიც მხოლოდ იმისთვის გვქონდა გადაკეტილი, რომ იქ ლოკალიზებული გვყავდა მუშახელი და ინფექცია არ შესულიყო"- განაცხადა გიორგი გახარიამ.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა