თეგებით ძიება
27. 05. 2020 News-ები

3000 ლარის გადახდა ბევრს გაუჭირდება, თუმცა ჩამოწერა შეიძლება დამღუპველი იყოს - მდინარაძე

მოიხსნება თუ არა 3 ათას ლარიანი ჯარიმა - "ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ჯარიმები, რომელიც საგანგებო სიტუაციის დროს დაწესებული ნორმების დარღვევისთვის გამოიწერა, რთული გადასახდელი იქნება მოსახლეობის უმრავლესობისთვის. თუმცა მისი ტქმით, ერთი ხელის მოსმით ჯარიმებს ვერ ჩამოწერენ.
“დაჯარიმებული ადამიანების 90%-სთვის ეს იქნება ძალიან მძიმე გადასახდელი, თუმცა ერთი რამე უნდა ვთქვათ, რომ თავიდან პრევენციული თვალსაზრისით ამან ძალიან კარგად იმუშავა. ჩვენ გვაქვს ორი მიმართულებით პრობლემა: ერთი, რომ ძალიან გაუჭირდებათ გადახდა და რაღაც უნდა მოვიფიქროთ, მაგრამ მეორე გამოწვევა არის ის, რომ მეორე ტალღას როდესაც ელოდება ჩვენი ქვეყანა, სამწუხაროდ და მთელი მსოფლიო, უკვე დღეს თუ ესე მარტივად ჩამოიწერება ეს ჯარიმები, ხვალ ადამიანები იფიქრებენ, რომ თუ ახალ ჯარიმას დააწესებ, სულ რომ 10 ან 100 ათასი ლარი იყოს პირობითად, იმასაც მოუხსნიან და პრევენციულად შეიძლება ამან არ იმუშაოს და დამღუპველი იყოს. ამიტომ, ეს გარკვეულწილად ჩიხური სიტუაციაა, მაგრამ გამოსავალზე უნდა ვიფიქროთ”, – განაცხადა მდინარაძემ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა