თეგებით ძიება
27. 05. 2020 News-ები

"ძალიან დიდი მადლობა, იდეალური კრიზისმენეჯერი ხართ...თქვენ ნამდვილად ხართ ქების ღირსი" – "ოცნების" დეპუტატი გახარიას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი მხეიძე პრემიერ-მინისტრს კორონავირუსის კრიზისის მართვისთვის მადლობას უხდის.

მხეიძე ცხადებს,რომ გიორგი გახარიამ შექმნილ რთულ ვითარებას იდეალურად გაართვა თავი.

“ბევრმა ჩემმა კოლეგამ შეაქო თქვენი გუნდი ცალ-ცალკე, მაგრამ თქვენს მიმართ კრიტიკით გამოვიდნენ. ჩვენი ქვეყანა არის ერთი დიდი ორგანიზმი, რომელსაც უნდა სწორი მართვა და მე პირადად დიდ მადლობას გიხდით. მადლობა ჩემგან, მადლობა ჩემი ამომრჩევლებისგან, ქუთაისელებისგან ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ, თქვენ ხართ იდეალური კრიზის მენეჯერი. თქვენ ძალიან სწორედ მართეთ ეს სიტუაციები და ქართველ ხალხს თქვენი დიდი იმედი აქვს. ეს რაც დაგაკლეს თქვენ ბატონო გიორგი, იმიტომ რომ თქვენ ნამდვილად ღირსი ხართ ”, – მიმართა მხეიძემ გახარიას.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა