თეგებით ძიება
27. 05. 2020 News-ები

"სუვერენიტეტის უპატივცემულობაზეა საუბარი"- ხელისუფლება სააკაშვილის უკრაინის ხელისუფლებაში დანიშვნის გამო გაღიზიანებას არ მალავს

ოფიციალური თბილისი უკმაყოფილებას დღესაც ვერ მალავს უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის გამო.
საგარეო საქმეთა მინისტრი სავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოსთან მიმართებით გაჟღერებული განცხადებები აისახება საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე.
მისი თქმით, "ახლა სააკაშვილი უკრაინის ოფიციალური პირია".


"ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება იყო მცდარი, რადგან ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან სხვა სტრატეგიული პარტნიორის სუვერენული უფლებების პატივისცემაზე, მართლმსაჯულება და სასამართლო სისტემაც ჩვენი სუვერენიტეტის ნაწილია, ამიტომ როდესაც სუვერენიტეტის უპატივცემულობაზეა საუბარი, ამას ვგულისხმობ, რომ მართლმსაჯულების ნაწილი არის უგულებელყოფილი. ახლა ის [მიხეილ სააკაშვილი] არის ოფიციალური პირი უკრაინის. დავაკვირდებით, თუ როგორი იქნება მისი განცხადებები საქართველოსთან მიმართებით, და ბუნებრივია ყველაფერი ეს იქნება ჩვენს ურთიერთობებში" - აცხადებს ზალკალიანი.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა