თეგებით ძიება
27. 05. 2020 News-ები

"გახარია ქვეყანაში არსებული პროცესებს ვერ აკონტროლებს, შთაბეჭდილება გამიღრმავდა, რომ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს" - ჭიჭინაძე

„შთაბეჭდილება დამრჩა და კიდევ უფრო მეტად გამიღრმავდა, რომ ქვეყანას არანაირი პატრონი არ ჰყავს“, - ასე აფასებს დეპუტატი დავით ჭიჭინაძე პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას სიტყვით გამოსვლას.
მისი თქმით, გახარია ქვეყანაში არსებული პროცესებს ვერ აკონტროლებს.

„არ ყავს პრემიერ-მინისტრი, მთავრობა. თქვენ ხედავთ როგორი მოწყენილები სხედან მინისტრთა კაბინეტის წევრები, დეპუტატებიც ომახიანად არ წამოხტნენ და არ უკრავენ ტაშს ისე, როგორც საჭიროა. რეალურად, როდესაც ჩვენი პრემიერ-მინისტრი გამოდის, ყოველი გამოსვლისას ამტკიცებს, რომ ვერ ფლობს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას. ადამიანი რომ იმას განაცხადებ, მილიონ 200 ათასმა ოჯახმა ისარგებლა შეღავათებითო, ეს იმას ნიშნავს, რომ წარმოდგენა არ აქვს და გამოდის რომ მთელი საქართველო არის მილიონ 200 ათასი ოჯახი. ხალხს ასე სულელად ვერ ჩათვლით. ეს იმის მანიშნებელია, რომ რასაც ეუბნებიან იმეორებს“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა