თეგებით ძიება
27. 05. 2020 News-ები

პრემიერი: "ჯარიმების გაუქმებისკენ პარლამენტს ვერ მოვუწოდებ"

რა ბედი ელის კომენდანტის დარღვევისთვის გამოწერილ ჯარიმებს - პრემიერი გახარია ამბობს, რომ "ჯარიმების გაუქმება არის პარლამენტის პრეროგატივა და ვერანაირ მითითებას, მით უმეტეს, დირექტიულს აღმასრულებელი ხელისუფლება პარლამენტს ვერ მისცემს".
მისი თქმით, ჯარიმა აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის იყო შემაკავებული ინსტრუმენტი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რეკომენდაციებმა არ იმუშავა.

"ჯარიმა აღამასრულებელი ხელისუფლებისთვის იყო შემაკავებელი ინსტრუმენტი, რომელიც საკმაოდ ეფექტურად გამოვიეყენთ განსაკუთრებით მას შემდგომ, რაც რეკომენდაციებმა ეფექტურად არ იმუშავა.

დაჯარიმებულთა რაოდენობა, რომელთაც დაარღვიეს სერიოზული შეზღუდვები, იყო 9 000. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პანდემია გრძელდება და არავინ იცის, ამ ინსტრუმენტების გამოყენება აკიდევ როდის მოგვიწევს. ჩვენ ვერავის ვერ მოვუწოდებთ ამ ჯარიმების გაუქმებას. ეს ყველას უნდა გვესმოდეს,რამეთუ შემდგომში ამ ინსტრუმენტების შემაკავებელი ძალა უბრალოდ არ იმუშავებს.

მესმის, რომ ჯარიმების გაკრვეული ნაწილი გადასახედია შემდგომისათვის და ჩვენ ამას გავაკეთებთ,თუმცა ეს არის საკანონმდებლო ხელისუფლების პრეროგატივა", - ამბობს გიორგი გახარია.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა