თეგებით ძიება
27. 05. 2020 News-ები

"ჩემი გვარის ადამიანი მუშაობდა..." - გახარია კომპანია „ჯიბესთან“ კავშირს უარყოფს

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კომპანია „ჯიბესთან“ კავშირს უარყოფს. მისი თქმით, მარნეულიდან ბოსტნეულის აგრარულ ბაზარზე გატანას „ჯიბეს“ გარდა კიდევ 12 კომპანია ახორციელებდა.
„კომპანია „ჯიბეზე“ რაც ვიცი, თქვენგან რაც გაჟღერდა, ვიღაც ჩემი გვარის ადამიანი მუშაობდა მითხრეს, თურმე დირექტორი იყო, თუ დირექტორის მოადგილე, აგერ ვარ და პირდაპირ გეუბნებით არც ვიცი ვინ მუშაობდა და არც კავშირი მქონია. ეგეთი ჩემი გვარის ადამიანი ბევრ რაღაცას აკეთებს. თქვენ რომ იცოდეთ, მარნეულიდან, რომელიც გადაკეტილი იყო, 5 ათასი ტონა ბოსტნეულია გამოტანილი აგრარულ ბაზრებში. ჯიბეს“ გამოტანილი აქვს 400 ტონა. ჯიბის გარდა იქ მუშაობდა დაახლოებით 12 კომპანია. ამ ინფორმაციას მოგცემთ ოღონდ იმ დაპირებით, რომ გამოხვალთ რომელიმე თქვენს ტელევიზიაში და თქვენს განცხადებებს დეზავუირებას გაუკეთებთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა