თეგებით ძიება
27. 05. 2020 News-ები

გახარია სამადაშვილს: საერთაშორისო პარტნიორები არიან საქართველოს მეგობრები და არა ნაციონალური მოძრაობის

საერთაშორისო პარტნიორები პირველ რიგში არიან საქართველოს მეგობრები და არა „ნაციონალური მოძრაობის“, - ასე პასუხობს პრემიერი გახარია ენმ-ის წევრს სალომე სამადაშვილს, რომელმაც აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საერთაშორისო პარტნიორებთან თავადაც მჭიდრო ურთიერთობა და აქვს ისინი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, ასევე 8 მარტის შეთანხმებას ობიექტურად შეაფასებენ.

„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ ბოლო დროს მოიპოვეთ ექსკლუზიური უფლება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თარგმნის. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ესეთი ექსკლუზიური უფლება თქვენ არ გაქვთ და თქვენც, მეც პირადად, მჭიდრო ურთიერთობა მაქვს მათთან და იმ ყველაფერთან ერთად, გვარებს რომ ჩამოთვლით ხოლმე, თუ ობიექტურად შევაფასებთ ყველაფერს, დარწმუნებული ვარ, ჩემზე უკეთესად იცით, რომ ეს ადამიანები პირველ რიგში არიან საქართველოს მეგობრები და არა „ნაციონალური მოძრაობის“. შესაბამისად, სწორედ ეს ადამიანები იქნებიან ისინი, რომლებიც აქამდე ობიექტურად აფასებდნენ და მომავალშიც ობიექტურად შეაფასებენ იმ 8 მარტის შეთანხმებასაც. მოვა საკონსტიტუციო ცვლილებების დრო და გამოჩნდება ვინ რა პოზიციას დაიჭერს“, - განაცხა გიორგი გახარიამ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა