თეგებით ძიება
27. 05. 2020 News-ები

ჩემთვის საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ - გიორგი გახარია

"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგა ბოკერიას შეკითხვას, რომელიც პოლიტპატიმრებს ეხებოდა, საქართველოს პრემიერმა ასე უპასუხა:
"ჩემთვის, საქართველოში, პოლიტპატიმრები არ არსებობენ"
მისი განცხადებით, პოლიტიკური კრიზისის დასრულების სურვილი მხოლოდ ხელისუფლებას აქვს და ამ კრიზისის დასრულება სამთავრობო გუნდის უპირველესი ამოცანაა.

"პოლიტიკური პროცესი დასრულება მაშინ, როცა ამ პოლიტიკური შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი - საარჩევნო სისტემასთან, საკონსტიტუციო ცვლლებებთან დაკავშირებული საკითხები დადგება, იქ გამოჩნდება, ვინ როგორ პოზიციას დაიჭერს და იქ გამოჩნდება, ვინ არის ამ პოლიტიკური კონსესუსის, მშვიდობის, ნორმალური, არაპოლარიზებული საარჩევნო გარემოს მომხრე და ვინ დგამს ნაბიჯებს პირიქით, დესტაბილიზაციის მიმართულებით, - განაცხადა გიორგი გახარიამ.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა