ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი სასწორებისთვის - "უცხო ადგილას მოგზაურობა სრულიად შეცვლის თქვენს ცხოვრებას"
ივნისში თქვენთვის ჩაირთო უმაღლესი განათლების, შორეული მოგზაურობის ზონა. შეიძლება გააქტიურდნენ უცხოელი პარტნიორები. იყავით დაკვირვებული დოკუმენტებთან მუშაობისას. შეიძლება აღმოჩნდეთ თქვენთვის უჩვეულო სიტუაციაში, გაფრთხილდით. შანსი გამოგიჩნდებათ, რომ გაიუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა. ზოგიერთმა შეიძლება მიიღოთ საიდუმლო ინფორმაცია. უცხო ადგილას მოგზაურობა სრულიად შეცვლის თქვენს ცხოვრებას.
სწავლა, ბიზნესი და სამსახური
თვის დასაწყისი კარგია სწავლისთვის, კარიერული წინსვლისთვის, სამსახურის შეცვლის ან ბიზნესის გაფართოებისთვის. სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ, კარგად გამოავლინონ თავიანთი გონებრივი მონაცემები. თვის მეორე ნახევრიდან შეფერხდება საქმეები. შეიძლება მიხვდეთ, რომ ზოგიერთ სფეროში ცოდნა-გამოცდილება გაკლიათ.
სიყვარული და ფინანსები
შეიძლება გამოჩნდეს ყოფილი შეყვარებული და განახლდეს ძველი ურთიერთობა. ზოგიერთი განაახლებს კავშირს უცხოეთში, შორს მყოფ პარტნიორთან ან სხვა კულტურის, რელიგიის ადამიანთან. მარტოხელებს კი გაუჭირდებათ ახალი რომანტიკული კავშირების გამყარება. რაც შეეხება ფინანსურ სიტუაციას, აქაც შეფერხებებია მოსალოდნელი. უამრავი ძალისხმევა დაგჭირდებათ, რომ მატერიალური კრიზისი არ შეგექმნათ. შეიძლება ვერ მიიღოთ ის თანხა, რისი იმედიც გქონდათ. ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ სამოსს, კოსმეტიკას, აქსესუარებს. ეცადეთ, არ გააფორმოთ ხელშეკრულებები უცხოელ პარტნიორებთან.
ჯანმრთელობა
ყოველდღიური საქმეები და ჯანმრთელობის თემა ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას. ჩაიტარეთ პროფილაქტიკური კვლევა. თუნდაც იმიტომ, რომ დარწმუნდეთ, ჯანმრთელი ხართ და აღარ ეცადოთ საკუთარ თავში ახალ-ახალი დაავადების აღმოჩენას.
ქალებისათვის
სასურველ შედეგებს რომ მიაღწიოთ, სირთულეები მამაცურად უნდა დაძლიოთ. შანსი მოგეცემათ, გაერკვეთ საკუთარ თავში, სამომავლო მიზნებში. საკუთარი თავი და ძალები მხოლოდ რეალური საქმეების მოგვარებას დაუთმეთ და ნაკლები იფრინეთ ღრუბლებში.
კაცებისათვის
კარგ შედეგს მიიღებთ, თუ მეგობრულ და დიდ კომპანიაში მუშაობთ. მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრები. რომანტიკული და მეგობრული გახდება დამოკიდებულება იმ ქალთან, ვინც მოგწონთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს საქმიან სფეროში და თქვენთვის ძვირფასი ადამიანების მიმართ.
წყარო:astrologi.ambebi.ge