თეგებით ძიება
29. 05. 2020 News-ები

ცვლილების შესახებ ქართველი ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას, ამას ჩემი მხრიდან რამენაირი ბიძგი არ სჭირდება - მიხეილ სააკაშვილი

აპირებს თუ არა საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზე იაქტიუროს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ამბობს: "ქართველი ხალხი ცვლილების შესახებ მიიღებს გადაწყვეტილებას, არ ვფიქრობ, რომ ამას ჩემი მხრიდან რამენაირი ბიძგი სჭირდება.
მისი თქმით, ამჯერად დროც არ არ აქვს, საქართველოს ამბებს მიხედოს, თუმცა უკრაინისთვის ბრძოლას საქართველოსთვის ბრძოლას უწოდებს.

"ახლა ფიზიკურად არ მაქვს დრო, რომ საქართველოს ამბებს მივხედო. საქართველოს პოლიტიკა მეტად რთულია, ვიდრე უკრაინის. მას დიდი დრო სჭირდება, სრული თავდაჯერებით შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო შეიცვალა მარტივი მიზეზის გამო, როცა მე პრეზიდენტი ვიყავი, საქართველოს ეკონომიკა ოთხჯერ გაიზარდა. რვა წელზე ცოტა მეტი მქონდა აღმასრულებელი ძალაუფლება, საქართველოს ახლანდელ მთავრობასაც რვა წელი უსრულდება. ამ პერიოდში კი ეკონომიკა კი არ გაიზარდა, მალე კლება იქნება 6-7 პროცენტით. კარგი სიტუაცია ნამდვილად არაა. ქართველი ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას ცვლილების შესახებ, არ ვფიქრობ, რომ ამას ჩემი მხრიდან რაიმე ბიძგი სჭირდება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა