თეგებით ძიება
29. 05. 2020 News-ები

"მოსკოვი აღარ არის ჩვენი მბრძანებელი" - გამყრელიძე ლავროვის უწყების განცხადებაზე

აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას პასუხობს. იგი ამბობს, რომ მოსკოვი აღარ არის ჩვენი მბრძანებელი .

გამყრელიძე ამბობს, რომ ლავროვის უწყების მორიგ განცხადებას ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, პოლიტიკური სარჩული აქვს. მისივე თქმით, მხოლოდ რუსი სპეციალისტები, საერთაშორისო ექსპერტების გარეშე, ლაბორატორიაში ვერ შევლენ.

"უკვე 30 წელია, საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს და რუსეთი და მოსკოვი აღარ არის ჩვენი მბრძანებელი. ეს როგორმე ჩვენმა რუსმა კოლეგებმა უნდა გაითავისონ და უნდა შეეგუონ ამას. რას ნიშნავს ჩამოვლენ და ყველა კუთხე კუნჭულში შევლენ და ასე და ასე შემდეგ. ისევე ჩამოვა რუსი აქ, როგორც ჩამოდის სხვა ერის წარმომადგენელი ლუგარის ლაბორატორიაში. რამდენჯერმე მოვიწვიეთ რუსები, ოღონდ არა მარტო რუსები. არ დავუშვებთ ჩვენ, რომ ჩამოვიდეს მხოლოდ რუსული დელეგაცია, ჩვენ მათ ვთავაზობთ, რომ ჩამოვიდნენ საერთაშორისო დელეგაციის შემადგენლობაში", - ამბობს გამყრელიძე.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა