თეგებით ძიება
29. 05. 2020 News-ები

რუსული კვალი თავდაცვის სამინისტროში - ჯარს 882 ათასი ლარის ხორცით ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქის კომპანია მოამარაგებს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქართულ ჯარს, 882 ათასი ლარის ღირებულების ხორცით ის კომპანია მოამარაგებს, რომლის 50 პროცენტის მფლობელი ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეა.

ღორის ხორცის შესყიდვის შესახებ ტენდერში ერთადერთმა კომპანიამ - „ჰელსი ფუდმა“ მიიღო.

2020 წლის თებერვალში გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად კომპანიამ საქართველოს შეიარაღებული ძალების ნაწილებს, ჯამში, 60 ათასი კილო ხორცი უნდა მიაწოდოს.

„ჰელსი ფუდის“ 50–პროცენტიანი წილის მფლობელი რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ზაალ ილიაევია.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა