თეგებით ძიება
29. 05. 2020 News-ები

"რუსეთმა უნდა დაასრულოს საქართველოს ოკუპაცია და გამოიყვანოს სამხედრო ძალები მიტაცებული ტერიტორიიდან"- ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერმა მროგან ორტაგუსმა საკუთარ ტვიტერში დაწერა, რომ იგი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიტაცებასა და „ბორდერიზაციის“ პროცესს.

„ამერიკა გმობს მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესს საქართველოშ, რომელსაც რუსეთის სამხედრო ძალები ახორციელებენ. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვითხოვთ რუსეთისგან, დაასრულოს საქართველოს 20 %-ის ოკუპაციის პროცესი და შეასრულოს 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გამოიყვანოს სამხედრო ძალები და დაუშვას საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების დაუბრკოლებელი მიწოდება.“ - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოშ მიმდინარე ოკუპაცია დაგმო აგრეთვე ამერიკის ელჩმა ეუთოში, რომელმაც განაცხადა, რომ არ არსებობს დამოუკდიებელი სამხრეთ ოსეთის ტერიტორია. მისი თქმით, ეს არის საქართველოს ნაწილი, რომელიც რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ არის ოკუპირებული.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა