თეგებით ძიება
29. 05. 2020 News-ები

უკანასკნელ 24 საათში რუსეთში კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

უკანასკნელ 24 საათში რუსეთში კორონავირუსისგან დაავადების ახალი 8572 შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 232 შემთხვევა ფატალური აღმოჩნდა. ეს გარდაცვალების ყველაზე მეტი ოფიციალური შემთხვევაა დავადების გავრცელებიდან დღემდე. პანდემიის დაწყებიდან დღემდე უკვე 4374 ადამიანია დაღუპული კოვიდ 19-ისგან. მხოლოდ მოსკოვში 2332 შემთხვევა აღინიშნა. საერთო ჯამში კი 387 623 ადამიანი დაავადდა ზემოხსენებული ინფექციისგან.

იზრდება აგრეთვე გამოჯანმრთელებულ პაცეინტთა რაოდენობაც, რომელმაც 159 257 შეადგინა. ჯანდაცვის უწყების განცხადებით, კორონავირუსის გამოსავლენად უკვე 10 მილიონზე მეტი ტესტია ჩატარებული.

დღემდე აქტიურად იწერება ადგილობრივ მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებში იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთში აქტიურად მალავენ კოვიდ 19-ით გარდაცვლილთა რეალურ რაოდენობას- აღმოსავლეთის რეგიონების საავადმყოფოებში ხშირია შემთხვევები დაღუპული პაციენტებისთვის ფატალური შედეგის გამომწვევად სხვადასხვა დაავადებების, სიმსივნის, გულის შეტევის , ფილტვების ანთების დასახელება, რეალურად კი მათი დაღუპვის სავარაუდო მიზეზი სწორედ კორონავირუსია- აცხადებენ ჟურნალისტები.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა