თეგებით ძიება
29. 05. 2020 News-ები

გახარია ოპოზიციას: ხომ ფიქრობთ, რომ საპენსიო ფონდის გახსნა მაგარი იდეაა, დააინიცირეთ კანონპროექტი

გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას ოპოზიციას მოუწოდა, საპენსიო ფონდის გახსნისთვის ინიციატივა წარადგინონ და კანონმდებლობა შეცვალონ. ამაზე პრემიერმა ევროპული საქართველოს დეპუტატს გიგა ბოკერიას უპასუხა:

"ფაქტობრივად თქვენ გამოდიხართ, ამბობთ, საპენსიო ფონდი გახსენით და ეს ფული რაღაცაში გამოიყენეთო. მაშინ, როდესაც საპენსიო ფონდი არის ჩვენი მოქალაქის ხადაზმულობისა და მისი ნორმალური, სოციალურად უზრუნველყოფილი ასაკის გარანტია. თქვენ თუ ასე ხართ დარწმუნებული, რომ საპენსიო ფონდი უნდა გავხსნათ, ამას სჭირდება საკანონმდებლო ცვლილება. ხომ ფიქრობთ რომ ეს მაგარი იდეაა, დააინიცირეთ, აიღეთ ეს პოლიტიკური რისკი თქვენ თავზე და ვინ როგორ შეაფასებს ამას, ვნახოთ" - თქვა გახარიამ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა