თეგებით ძიება
01. 06. 2020 News-ები

თუ წესებს დავიცავთ, არც არაფრის განსაკუთრებული შეზღუდვა იქნება საჭირო და არც ვინმეს ხანგრძლივად გამოკეტვა - გიგი წერეთელი

ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ ფრაქციის ლიდერი კორონა ვირუსთან დაკავშირებულ ვითარებას სოციალური ქსელით გამოეხმაურა

„არ ვფიქრობ, რომ რამე განსაკუთრებით საპანიკოა, თუ უფრო მეტი ახალი შემთხვევაა, რაც ნელ-ნელა შეზღუდვები მოიხსნა. ეს ტენდენცია თითქმის ყველა ქვეყანაშია . უფრო მეტიც აღმოჩნდება, თუ მეტი ტესტირება ჩატარდება, თანაც ახლაც, უფრო ინტენსიურად მხოლოდ რისკ- ჯგუფებს იკვლევენ და იქ გაცილებით მაღალი ალბათობაა შემთხვევების.

მთავარია, ჯანდაცვითი რეკომენდაციები დავიცვათ, დისტანცირება, ჰიგიენა, პირბადეები ... გამოვლენილი შემთხვევების და კონტაქტების სწრაფი იზოლირება, მათი სწორად გადამისამართება და ჯანდაცვის ყველა რგოლის კომპეტენტური მოქმედება. სხვა რამ , სანამ კონკრეტული წამალი ან ვაქცინა არ იქნება, გლობალურად გარდატეხას არ მოახდენს.

ამ შემთხვევების 90% სავარაუდოდ მსუბუქი იქნება, ჰოსპიტალიზაცია და ინტენსიური თერაპია ძალიან მცირე ნაწილს დაჭირდება. ასეთია დღეისთვის არსებული მტკიცებულებებით. ამიტომ , თუ ხელისუფლების განცხადებები ჯანდაცვის სისტემურ მზადყოფნაზე ადექვატურია, ამ რაოდენობის ახალი შემთხვევების მართვა რთული არ იქნება.. აქ სამედიცინი პერსონალის დაცვა და მხარდაჭერა აუცილებელი პირობაა.

თუ წესებს დავიცავთ, არც არაფრის განსაკუთრებული შეზღუდვა იქნება საჭირო და არც ვინმეს ხანგრძლივად გამოკეტვა. ქვეყანამ უნდა იმუშაოს, ხალხს საარსებო პირობების შექმნა და დახმარება სჭირდება. ახლა ეს არის მთავარი.” - წერს ფეისბუქ გვერდზე.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა