თეგებით ძიება
01. 06. 2020 News-ები

ექსპერტმა ცალსახად დაადასტურა, რურუას რომ იარაღი ჰქონoდა, კვალი ტანსაცმელზეც გადავიდოდა - ადვოკატი

თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ მეწილის, გიორგი რურუას პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელი სხდომა ბრალდებულის სიტყვით დაიწყო. რურუამ კიდევ ერთხელ ისაუბრა იმაზე, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული და რეალურად, იარაღი არ ჰქონია.

სხდომაზე ერთ-ერთი მოწმის ექსპერტის გამოკითხვა უკვე დასრულდა. დაცვის მხარის შეფასებით, აღნიშნულმა მოწმემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ გიორგი რურუას იარაღი არ ჰქონია.

„დაიკითხა ექსპერტი, რომელმაც ჩაატარა კვლევა გიორგი რურუას ტანსაცმელზე მეტალიზაციასთან დაკავშირებით და მან ცალსახად დაადასტურა, რომ როდესაც იარაღს აქვს მჭიდრო შეხება ტანსაცმელთან, ტანსაცმელზე გადადის მეტალის კვალი. ასევე ცალსახად დაადასტურა, რომ როდესაც ადამიანს შარვალში უდევს ცეცხლსასროლი იარაღი და ზის ავტომობილში, რაც გამოძების ვერსიით ასე იყო, ეს ნიშნავს მჭიდრო შეხებას. ანუ მოცემულ სიტუაციაში გიორგი რურუას რომ იარაღი ჰქონოდა, გადავიდოდა მის ტანსაცმელზე მეტალიზაციის კვალი“, - განაცხადა ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა